გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ენერგო-პრო ჯორჯიადან” აცნობეს.

კომპანიის განცხადებით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 ნოემბერს 11:30-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ქვემო არტანი, დულუზაურები, ჭიაურა და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 15:30 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სტეფანწმინდა, სიონი, ახალციხე, ფანშეტი და მიმდებარე სოფლებში.

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ში აცხადებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს