ირაკლი ჩიქოვანი - ნიდერლანდებში ვიზიტისას აღინიშნა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი რეფორმატორი, რომელმაც ძალიან დიდ შედეგებს მიაღწია

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი რეფორმატორი სახელმწიფო, რომელმაც ძალიან დიდ შედეგებს მიაღწია როგორც ეკონომიკურ სფეროში, ასევე პოლიტიკური განვითარების კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, გიორგი გახარიას და მარკ რუტეს მოლაპარაკებისას მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას ისახავს მიზნად.

„ნიდერლანდების სამეფო მზად არის, საქართველოს გაუზიაროს საკუთარი მნიშვნელოვანი გამოცდილება აგრარულ სფეროში. ნიდერლანდების სამეფო ასევე მზადაა, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის ზრდას და ნებისმიერი სხვა ფორმით ეკონომიკურ განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2020 წლის იანვარში კიდევ ერთი მაღალი დონის ვიზიტი შედგება და საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა. დღეს საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ურთიერთობები არის აბსოლუტურად მაღალ ნიშნულზე და პოლიტიკური თანხვედრის ასეთი მაღალი დონე ჩვენს ორ ქვეყანას ჯერჯერობით არ ჰქონია“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო