იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატ ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმენენ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატ ლაშა ქოჩიაშვილს მოუსმენენ.

1999-2005 წლებში კანდიდატი ლაშა ქოჩიაშვილი მუშაობდა თერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2007 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწე. 2007 წელს ლაშა ქოჩიაშვილი დაინიშნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. 2010-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2017 წლის 25 მაისიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 3 წლის ვადითაა განწესებული.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. კომიტეტზე უკვე მოუსმინეს 16 კანდიდატს. მიმდინარე კვირაში კანდიდატთა მოსმენები დასრულდება.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია