დავით საგანელიძე შანხაიში ჩინეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შეხვდა

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაცია ფონდის აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ შანხაიში იმყოფება და საქმიან შეხვედრებს მართავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი და საქართველო–ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის ხელძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურის მიერ გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ საქმიანი საუბრები გამართა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ასევე, ჩინეთის კომერციის მინისტრ ჭონგ შანსთან და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ი-სთან.

„საპარტნიორო ფონდისა“ და მისი მენეჯმენტის შანხაიში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება მაღალი რანგის შეხვედრები ჩინეთის სამთავრობო და ბიზნეს წრეებთან, კერძო და სახელმწიფო კომპანიებთან, აგრეთვე, პოტენციურ ინვესტორებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა