ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

პენიტენციური დაწესებულებიდან სასამართლოსთვის გაგზავნილ განცხადებაში ირაკლი ოქრუაშვილი პროცესის გადადებას ითხოვდა, ვინაიდან მისი განცხადებით, სურს ადვოკატი აიყვანოს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ბასილაშვილმა თვითაცილების შუამდგომლობა დააყენა. შუამდგომლობაში ადვოკატმა ირაკლი ოქრუაშვილის პოზიცია დააფიქსირა, რომლის მიხედვითაც, ოქრუაშვილს არ სურს სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მიერ მოხდეს მისი დაცვა. შუამდგომლობის მიხედვით, ოქრუაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა იმას, რომ აღნიშნული ადვოკატი მონაწილეობდეს მისი საქმის განხილვაში.

ამასთან, ადვოკატმა შუამდგომლობაში განმარტა, რომ ის საქმის მასალებს სრულად არ იცნობს.

ადვოკატის თვითაცილების შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა მოსამართლემ და განმარტა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი პროცესზე გამოცხადებას თავს არიდებს.

ირაკლი ოქრუაშვილმა ადვოკატები გასულ სხდომაზე აიცილა. მას სავალდებულო წესით სახელმწიფოს ხარჯზე დაენიშნა ადვოკატი.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებია ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატს, ვინაიდან, მისივე განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან პოზიცია არ შეუთანხმებია.

საქმის პროკურორის, გიორგი მუკბანიანის განცხადებით კი, ირაკლი ოქრუაშვილის მხრიდან სასამართლო სხდომების გაჭიანურებას აქვს ადგილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა