„ვითიბი ბანკის“ ბარათის მფლობელებისთვის Garmin Pay ხელმისაწვდომი გახდა

„ვითიბი ბანკის“ ბარათის მფლობელებისთვის Garmin Pay უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკიდან“ აცნობეს.

Garmin Pay მუშაობს ნებისმიერი უკონტაქტო გადახდის ტერმინალზე. „Garmin Pay - არის საგადახდო სისტემა, რომლის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ „ვითიბი ბანკის“ Visa-ს ბარათი, iOS ან Android ოპერატიული სისტემის მქონე სმარტფონი და Garmin -ის სპორტული საათი. გადახდა, უკონტაქტოდ, საათის ტერმინალთან მიტანით ხორციელდება.

Garmin Pay მუშაობს ნებისმიერი უკონტაქტო გადახდის ტერმინალზე. იმისთვის, რომ გააქტიუროთ საგადახდო სისტემა საჭიროა: ტელეფონში ჩამოტვირთოთ აპლიკაცია Garmin Pay, დააკავშიროთ თქვენი ტელეფონი საათთან და ინსტრუქციის მიხედვით მიაბათ „ვითიბი ბანკის“ ბარათი. გადახდისას უნდა შეხვიდეთ საათის მენიუში არსებულ საფულეში, შეიყვანოთ თქვენს მიერ დაყენებული პაროლი (დღის განამვლობაში მხოლოდ პირველი გადახდისას) და საათის ტერმინალთან მიახლოებით გადაიხადოთ მარტივად და უსაფრთხოდ.

Garmin Pay - ეს არის მარტივი და უსაფრთხო გაადახდის საშუალება აქტიური და სპორტული ადამიანებისთვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა