ლონდა თოლორაია - დანაშაულის წინააღმდეგ უწყებებთან კოორდინირებულად ვაპირებთ მუშაობას

დანაშაულის წინააღმდეგ უწყებებთან კოორდინირებულად ვაპირებთ მუშაობას, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

თოლორაიამ გადაცემაში ინსპექტორის სამსახურის შექმნის მიზანზე, საგამოძიებო მიმართულებასა და გამოძიების დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„არ ვთვლი, რომ სხვა უწყებების და ჩვენი ინტერესები ერთმანეთისაგან განსხვავებულია. აბსოლუტურად ყველა უწყების ინტერესში არის ის, რომ თუ ვინმე აშავებს, აუცილებლად უნდა იქნას დასჯილი, ამიტომ მე ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი სხვა უწყებებთან თანამშრომლობის ნაწილში. ჩვენ გვქონია შემთხვევა, რამდენიმე დღიანი თანამშრომლობის პირობებშიც, როდესაც შეტყობინება მოქალაქისგან კი არ შემოსულა, არამედ იმ უწყებიდან წამოსულა, რომლის თანამშრომელიც სავარაუდო დანაშაულის ჩადენაში იქნა მხილებული. ვფიქრობ, რომ ინტერესი აბსოლუტურად ერთია და არ ვფიქრობ, რომ ეს უწყებები ერთმანეთს ხელს შევუშლით, პირიქით კოორდინირებულად ვაპირებთ მუშაობას დანაშაულის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

კითხვაზე: რატომ გახდა საჭირო ინსპექტორის სამსახურს გამოეძიებინა ესა თუ ის ძალადობრივი დანაშაული, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა:

„გარკვეულწილად უხერხულობასთან არის დაკავშირებული, როდესაც გამოძიებას ის უწყება ახორციელებს, რომელიც თანამშრომელიც დანაშაულს ჩადის. ერთი არის უხერხულობა და მეორე საზოგადოების ნდობის ხარისხი. რაც არ უნდა ობიექტურად გამოიძიო შენ საკითხი, საზოგადოებას მაინც უჩნდება კითხვა - რამდენად ობიექტურად შეძლებს ეს თანამშრომელი თავისივე თანამშრომლის ჩადენილი დანაშაულის გამოძიებას? სწორედ იმიტომ, რომ ეს იყო მთავარი გამოწვევა, პრინციპში ეს იყო საზოგადოების მოთხოვნაც, რომ ასეთი ტიპის სამსახური შექმნილიყო. მაგალითად, ჩვენი სამსახურის რომელიმე გამომძიებელი ან თანამშრომელი თუ დანაშაულს ჩაიდენს, ჩვენს მიერ ჩადენილ დანაშაულს არ იძიებს ჩვენივე სამსახური, ამ დანაშაულს უკვე იძიებს გენერალური პროკურატურა. ეს საკითხი მე ვფიქრობ, უკვე დაბალანსებულია“, - აღნიშნა სახელმწიფო ინსპექტორმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა