გიგა ბოკერია - ივანიშვილი საუბრობს, რომ ქველმოქმედია და უძღვნეს ჰიმნები, ლამის წმინდანად გამოაცხადეს, ის კი ყოველთვის პოლიტიკური ქულებისთვის იყენებდა იმას, რასაც აკეთებდა

ბიძინა ივანიშვილს ჰიმნები უძღვნეს და ლამის წმინდანად გამოაცხადეს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის პოლიტიკურ კამპანიასთან იყო დაკავშირებული.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ იგრძნო „ამომრჩევლის სუსხი" და „ამომრჩეველს გაფითრებულმა სთხოვა, რომ კიდევ აცადოს მას და პრობლემებს მოაგვარებს, თუმცა, ახლა 2020 წლის არჩევნების წინაც აგრძელებს საზოგადოების მოტყუებას“.

„ეს არის უტიფრობის გაგრძელება. სასაცილოა, რომ არ იყოს დაკავშირებული ეს ყველაფერი იმასთან, თუ საით მიჰყავს მას ქვეყანა და თითოეული მოქალაქის ცხოვრება. აღარ უნდა მოტყუვდეს ქართული საზოგადოება ამ ადამიანის და მისი გარემოცვის უტიფარი დაპირებებით. ცდილობს კიდევ მოგვატყუოს, საუბრობს იმაზე, რომ ქველმოქმედია და უძღვნეს ჰიმნები და ლამის წმინდანად გამოაცხადეს. ეს კაცი ყოველთვის პოლიტიკური ქულების ჩასაწერად იყენებდა იმას, რასაც აკეთებდა, იმიტომ, რომ ქველმოქმედება არის მაშინ, როცა არ ელოდები უკუგებას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო