დავით ზალკალიანი შვედეთში ქართულ დიასპორას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შვედეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაცით, შეხვედრაზე ზალკალიანმა დიასპორასთან ურთიერთობის პრიორიტეტულობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ დაეხმაროს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს.

დავით ზალკალიანის თქმითვე, ყველა საელჩოს დავალებული აქვს დიასპორის წარმომადგებლებთან აქტიური კომუნიკაცია და მათი დახმარება.

„დიასპორასთან ურთიერთობა ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს ყველა საელჩოს დავალებული აქვს დიასპორასთან აქტიური კომუნიკაცია. საელჩო თქვენი სახლია და შესაბამისად აქ არ უნდა არსებობდეს ბარიერები”, -განაცხადა მინისტრმა შვედეთში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, დიასპორასთან დაკავშირებული საკითხები პირად კონტროლზე აქვს აყვანილი და მუდმივად საქმის კურსშია მიმდინარე საჭიროებებთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მოწადინებულია მოაგვაროს ყველა ის საკითხი, რაც ქართულ დიასპორას აწუხებს. შეხვედრაზე ზალკალიანმა მიმოიხილა დიასპორასთან კავშირების განმტკიცების მიმართულებით უკვე განხორციელებული პროექტები და ინციატივები, კერძოდ, საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, დიასპორის ინიციატივების დაფინანსების ფონდი და ასევე ერთიანი უნივერსალური საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა.

დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ასევე გააცნო საქართველოში მიმდინარე პროექტები, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ბიზნესის, სოფლის მეურნეობის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას. როგორც მინისტრმა აღინიშნა, პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტი სწორედ ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება და მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების მოგვარებაა. ქვეყნის განვითარების გზაზე მინისტრმა ასევე სტაბილურობის და მშვიდობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რასაც საგარეო სამქეთა სამინისტრო პარტნიორებთან ერთად ამ მიმართულებით დგამს.

დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა შვედეთში მისი ვიზიტის, გამართული შეხვედრების და ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის შესახებ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს