ახლობლები ე.წ. კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის თურქეთიდან ექსტრადიციის მოთხოვნით გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ

ე.წ.კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, მინდია ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ მინდია ლავასოღლის მეუღლემ მირანდა ხალვაშმა განაცხადა, დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ჯერ შიმშილობდა, ახლა კი - პირი ამოიკერა. მისივე თქმით, წელიწადზე მეტია, რაც ლავასოღლი თურქეთის საპატიმროში იმყოფება.

„ჩვენ ვითხოვთ ექსტრადირებას, თუ უდანაშაულოა, მაშინ გათავისუფლებას, მაგრამ მას ჩვენ ქვეყანაში ათი წელი აქვს მისჯილი და ამიტომ ვითხოვთ ექსტრადიციას, რათა სასჯელი თავის ქვეყანაში მოიხადოს. თურქეთში მას არანაირი დანაშაული არ უფიქსირდება. გარდა ამისა, საქმეში არის უამრავი დარღვევა, მათ შორის, არსებობს საბუთი, სადაც ექვსი მოსამართლის განაჩენია, როდესაც ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კვლავინდებურად პატიმრობაში რჩება“, - განაცხადა მირანდა ხალვაშმა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლებას არ აქვს იმის საშუალება, რომ მინდია ლავასოღლის ექსტრადირება მოხდეს საქართველოში, მაშინ ოჯახი მზადაა დააფინანსოს ის ხარჯები, რაც ამ პროცესს დასჭირდება.

მინდია ლავასოღლის ადვოკატის, გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, თურქეთის მხრიდან ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ არის, თუმცა არაოფიციალურ დონეზე, „თურქეთი აცხადებს, რომ საქართველო არ არის მოწადინებული, გადაიყვანოს თავისი მოქალაქე“.

„არაოფიციალურად ისინი ამბობენ - საქართველოს მხარე გვეუბნება, რომ ჯერ არ გვჭირდება მისი წაყვანაო. ეს არაოფიციალური ინფორმაციაა, ამის დოკუმენტს არავინ არ მოგვცემს, მაგრამ ასეთი ინფორმაცია გვაქვს. დაკავებულს ჰყავს თურქეთში ადვოკატი და მან მოიპოვა ეს ინფორმაცია სამართალდამცავებისგან, რომ საქართველოს მხარე არ არის მოწადინებული, გადაიყვანოს თავისი მოქალაქე“, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია