მიხეილ ბატიაშვილი - ევროპული სამეცნიერო ფონდისა და რუსთაველის ფონდის თანამშრომლობით შეფასებისა და გამჭვირვალეობის ევროპული სტანდარტი დავნერგეთ

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში ფუნდამენტური, გამოყენებითი და ახალგაზრდა მეცნიერებისთვის კვლევითი საგრანტო კონკურსები გამოცხადდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, პროცესის გამჭვირვალობის და შეფასების სტანდარტის ამაღლების მიზნით, ახალგაზრდა მეცნიერების მიერ წარდგენილ პროექტებს ევროპული სამეცნიერო ფონდის (ESF) ექსპერტები აფასებენ. მნიშვნელოვანია, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული ეს კონკურსები ყველაზე მაღალბიუჯეტიანია.

„განათლების რეფორმის ფარგლებში ჩვენ პრიორიტეტად დავისახეთ ევროპულ სამეცნიერო ფონდებთან და ინსტიტუციებთან თანამშრომლობა, მეცნიერების დაფინანსების მოქნილი, გამჭვირვალე და ეფექტური სქემების შემუშავება. ეს ყველაფერი რეალობად მას შემდეგ იქცა, რაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ევროპულ სამეცნიერო ფონდს (ESF) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ერთი წლის განმავლობაში მეცნიერების რეფორმის მიმართულებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რამაც განაპირობა ქართული მეცნიერების მენეჯმენტისა და შეფასების სისტემის გამჭირვალეობის ევროპული სტანდარტის დანერგვა. ამაში რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს ევროპული სამეცნიერო ფონდი (ESF) ეხმარება“, - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა მეცნიერების მიმართულებით განხორციელებული რეფორმის შეფასებისას.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის სექტემბერში სტრასბურგში, რუსთაველის ფონდსა და ESF-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რის საფუძველზე რუსთაველის ფონდში კვლევების შეფასების ევროპული სტანდარტი დაინერგა. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, რუსთაველის ფონდს ევროპული სამეცნიერო ფონდი (ESF) ექსპერტიზაში, შეფასების პანელური სისტემის ევროპული სტანდარტის დანერგვაში, მეცნიერების მენეჯმენტსა (Science Management) და სამეცნიერო კლასტერების შექმნის მეთოდოლოგიის შემუშავებაში დაეხმარება. ასევე, ხელს უწყობს ქართული მეცნიერების ევროკავშირში პოპულარიზაციას.

ევროპული სამეცნიერო ფონდის მისიაა ხელი შეუწყოს ევროპაში უმაღლესი ხარისხის მეცნიერებას და კვლევებისა და ინოვაციების პროგრესს. მისი საქმიანობა ორიენტირებულია მეცნიერებისა და მეცნიერებასთან დაკავშირებული აქტივობების ხარისხსა და ეფექტიანობაზე. მასში ყველა სამეცნიერო მიმართულების 42 000-ზე მეტი ევროპელი მეცნიერია გაერთიანებული.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო