გიგა ბოკერიას განმარტებით, დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი ფაქტორი ობიექტური კრიტერიუმები უნდა იყოს

„ევროპული საქართველოს" ერთ- ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ავტორიტეტული ინსტიტუტის მიმართვა, არამედ ობიექტური კრიტერიუმები უნდა იყოს. ამის შესახებ ბოკერიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, პრეზიდენტმა საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს იმ შეწყალებებზე, რომელმაც საზოგადოების საფუძვლიანი აღშფოთება გამოწვია.

„მას აქვს მორალური და პოლიტიკური ვალდებულება თითოეული გადაწყვეტილებისას საზოგადოებას აუხსნას რა კრიტერიუმებით მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. ყველა გადაწყვეტილება დაყრდნობილი უნდა იყოს რაღაც კრიტერიუმებზე და წინა პრეზიდენტებს ჰქონდათ ინსტიტუტი შექმნილი - შეწყლების კომისია. შეიძლება არ მოგვწონდა გადაწყვეტილება, მაგრამ რაღაც წესით ხდებოდა შეწყალება. ამ ადამიანმა ეს ყველაფერი გააუქმა და უტიფრად უთხრა საზოგადოებას, რომ არც კი გიპასუხებთ კითხვებზე. მომავალში რა უნდა ქნას მან, მე არ ვუკარნახებ, მაგრამ ყველა გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს რაღაც კრიტერიუმებს. ფაქტორი ( დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით) უნდა იყოს ობიექტური კრიტერიუმები და არა რომელიმე თუნდაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ავტორიტეტული ინსტიტუტის მიმართვა. ეს არ შეიძლება იყოს ფაქტორი,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა