გერმანიის ელჩი - კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ

კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი „სამხრეთ ოსეთის“ თვითიზოლაციას“.

როგორც ელჩის განცხადებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთისას შექმნილი პრობლემებით, კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ე.წ. „ბორდერიზაციის“ ჰუმანიტარული შედეგები.

„ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად გვესმის, რომ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ. ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ნათელი ხდება ე.წ. ბორდერიზაციის ჰუმანიტარული შედეგები. კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს“, - აღნიშნულია ელჩის განცხადებაში, რომელსაც გერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო