გიგა ბოკერია - როდესაც მოსამართლეობის კანდიდატი გვეუბნება, არავის დარწმუნება არ მჭირდებაო, ეს აჩვენებს მის დამოკიდებულებას პარლამენტის და საზოგადოების მიმართ

როდესაც მოსამართლეობის კანდიდატი მოდის პარლამენტში და გვეუბნება, არავის დარწმუნება არ მჭირდებაო, ეს აჩვენებს ამ კანდიდატის დამოკიდებულებას პარლამენტის და საზოგადოების მიმართ და მისი მომავალი პასუხისმგებლობის მიმართ, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ლაშა ქოჩიაშვილთან გასაუბრება.

ბოკერიას განცხადებით, მოსამართლეობის კანდიდატმა, დავით ძოწენიძესა და შპს „აკას“ მიერ დაწყებულ დავაზე თითქმის იდენტური გარემოებების პირობებში, ჯერ ერთი გადაწყვეტილება მიიღო ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ხოლო გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მოსამართლემ სხვანაირად შეაფასა იგივე მტკიცებულებები.

აღნიშნულს „ევროპული საქართველოს“ ლიდერსა და მოსამართლეობის კანდიდატს შორის მცირე კამათი მოჰყვა.

ბოკერიამ ქოჩიაშვილს მიმართა, რომ მას საზოგადოების და დეპუტატების დარწმუნება დასჭირდება იმისათვის, რომ ის აირჩიონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, რაზეც ქოჩიაშვილმა განაცხადა, რომ მას არავის დარწმუნება არ სჭირდება.

„ანუ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა არ გნებავთ? საზოგადოების დარწმუნებაც გჭირდებათ და დეპუტატებისაც. ყველას დარწმუნება გჭირდებათ აქ. თქვენი პასუხი, რომ უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მერე ქვედა ინსტანციის სასამართლოს შეუძლია გადაიფიქროს და შეცვალოს და ის, რომ ერთი და იგივე საქმეზე, მარტო იმიტომ, რომ ტექნიკური საბაბი იქნა ნაპოვნი, ერთი და იგივე გარემოებების პირობებში, ჯერ ერთ გადაწყვეტილებას მიიღებ და მერე მეორეს - არ დაგეხმარებათ არავის დარწმუნებაში და თუ მოიფიქრებთ უკეთეს პასუხებს, იქნებ უპასუხოთ, იმიტომ, რომ დღის ბოლომდე შეიძლება კიდევ დაგისვან ეს კითხვები“, - განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა