ლაშა ქოჩიაშვილი ეკა ბესელიას - რა ხარვეზები იყო ინდივიდუალურ მოსამართლეებს შეგიძლიათ ჰკითხოთ, თუ არადა, ვინც პირველმა აღიარა ხარვეზი, მას ჰკითხეთ

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ლაშა ქოჩიაშვილს იმ კრიტერიუმების ჩამოთვლა სთხოვა, რომლითაც ის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას აფასებს.

„მთლიანობაში რომ შეხედოთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, თუ გიჭირთ პირდაპირ პასუხის გაცემა შემიძლია, მეორე კითხვაზე გადავიდე, რომელიც უფრო დაგვეხმარება ამ პასუხისთვის. თქვენი 5 კრიტერიუმი, რომელიც ახასიათებს სასამართლოს დამოუკიდებლობას, შეგიძლიათ, 4 მითხრათ, რომლითაც შეაფასებთ, რომ სასამართლო ხელისუფლევბა არის დამოუკიდებელი შტო“, - ჰკითხა ეკა ბესელიამ ლაშა ქოჩიაშვილს, რომელსაც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უსმენენ.

ლაშა ქოჩიაშვილმა იმ კრიტერიუმთა შორის, რომლითაც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას აფასებს, პრინციპულობა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებულობა და თანასწორობის საფუძველზე საქმის განხილვა დაასახელა. „ჰუმანურობა მათ შორის, მაგრამ დამოუკიდებლობის კუთხით ნაკლებად არის. თუ კიდევ გამახსენდება გეტყვით“, - განაცხადა ლაშა ქოჩიაშვილმა.

პასუხის მიღების შემდეგ ეკა ბესელიამ იკითხა - შეეძლო თუ არა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს თავისივე ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით ეთქვა, რომ 2004-2012 წლებში საქართველოს სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელი შტო იყო და რომ მასზე პოლიტიკური გავლენა არ ხდებოდა.

„ამ ჩემ ჩამოთვლილ თითოეულ უფლებაში არავინ ჩარეულა და ზეწოლა არ ყოფილა. არც სხვას უთქვამს ჩემთან, რომ რაიმე ზეწოლა განხორციელდა. დანარჩენი, ხარვეზები რომ იყო, თქვენც აქ იყავით რომ გავიმეორე. პირველი პირებიც ადასტურებდნენ, რომ გარკვეული ხარვეზები იყო. თუ რა ხარვეზები იყო ინდივიდუალურ მოსამართლეებს თითოეულს შეგიძლიათ ჰკითხოთ, თუ არადა, ვინც პირველმა აღიარა ხარვეზი მას ჰკითხეთ და დეტალურად ის გეტყვით თუ რა ხარვეზები იყო“, - განაცხადა ლაშა ქოჩიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა