გიორგი ვაშაძე - მოვიფიქრეთ მექანიზმი,  გაერთიანებული ოპოზიცია როგორ არ დაიშალოს, ამიტომ მხარდამჭერებს ვეუბნები - არ ინერვიულოთ!

„ქართული ოცნება“ შეძლებს იყოს ძლიერი ოპოზიცია, რადგან ბევრი ფული აქვს და ფინანსები გააერთიანებთ, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გაერთიანებულ ოპოზიცას უკვე შემუშავებული აქვს სტრატეგია, თუ როგორ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ისე, რომ გაერთიანების დაშლა არ მოუხდეთ.

„გაერთიანებული ოპოზიცია ერთიანია, ჩვენ ერთიანად ვაპირებთ არჩევნებზე გასვლას. ბლოკები აკრძალეს იმის გამო, რომ ჩვენ დავშლილიყავით, მაგრამ მოვიფიქრეთ მექანიზმი, როგორ არ დავიშალოთ. ამ მექანიზმს არ ვამბობთ, იმიტომ, რომ ხვალ ნახავთ ახალ ინიციატივას ამ მექანიზმის საწინააღმდეგოს. მექნიზმი არსებობს, ამიტომ ჩვენ მხარდამჭერებს ვეუბნები - არ ინერვიულოთ, ჩვენ ერთად ვართ და აუცილებლად გაერთიანებიდან არ გადავალთ. ვინც ამ გაერთიანებაზე უარს იტყვის, ის ქვეყნის მტერია. ჩვენი სტრატეგიაა, რომ რაც შეიძლება მეტი პროდასავლური ძალა გაერთიანდეს. რომელი პროდასავლური პარტიებიც არ შემოვლენ გაერთიანებაში, „ევროპული საქართველო“ და სხვები, მათთან ვითანამშრომლებთ არჩევნების შემდეგ. ვისთან არ ვითანამშრომლებთ?! პირდაპირ ვამბობ, ვერანაირი თანამშრომლობის მექანიზმს ვერ ვხედავ „პატრიოტთა ალიანსთან“, ეს ძალა ჩამოყალიბდა მეხუთე კოლონად, რომელიც საქართველოში ანტიქართულ ინტერესებს იცავს და არის რუსეთის რუპორი. სამწუხაროდ, ამ პარტიის მხარდამჭერები შეცდომაში არიან შეყვანილები. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ეს ძალა აუცილებლად გადავა ოპოზიციაში. მე მინდა „ქართული ოცნება“ არ დაიშალოს, იყოს ოპოზიციაში. „ქართული ოცნება“ შეძლებს იყოს ძლიერი ოპოზიცია, რათგან მას ბევრი ფული აქვს და ფინანსები გააერთიანებთ,“ - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა