სერგი კაპანაძე - საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებულ რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების გაგრძელებას ეხება

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე საქართველოს საგარეო პოლიტიკას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებულ რუსეთის მოქალაქეებისთვის სანქციების გაგრძელებას ეხება.

„ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სანქციები გახანგრძლივდეს 2020 წლის შუა პერიოდამდე, 6 თვით იმ იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც რუსეთიდან არიან და დაკავშირებულნი არიან უკრაინის კონფლიქტთან. ნიშანდობლივია ის, რომ საქართველო მორიგჯერ არ შეუერთდა ამ განცხადებას. ჩვენ ვნახეთ განცხადების ტექსტი, რომელზეც შეერთებულია ევროკავშირის გარდა კიდევ 4 ქვეყანა, რომლებიც არიან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები და მათ შორის არ არის საქართველო. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, თუ როგორ უპასუხისმგებლო საგარეო პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც არ უდგას გვერდში უკარაინას და არ იყენებს შესაძლებლობას იმისთვის, რომ საქართველოს კონფლიქტები იყოს განხილული ერთ კონტექსტში რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია