ნესტან ლონდარიძე - პროკურატურა ამ დრომდე არ აწარმოებს გამოძიებას 20-21 ივნისს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიმართულებით

ადამიანის უფლებათა ცეტრის წარმომადგენლის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, პროკურატურა ამ დრომდე არ აწარმოებს გამოძიებას 20-21 ივნისს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიმართულებით. როგორც ლონდარიძემ აღნიშნა, ყველამ ნახა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ სროლა დამიზნებით ხდებოდა. ამასთან, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ არც ერთ აქამდე მომხდარ აქციის დაშლაზე არ დაშავებულა იმ რაოდენობის მედიის წარმომადგენლები, რამდენიც 20-21 ივნისის აქციის დაშლისას.

„დღემდე არ მიმდინარეობს გამოძიება ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის კუთხით და ჩვენ თუ გადავხედავთ მოვლენებს, დავინახავთ, რომ არც ერთ აქამდე მომხდარი აქციის დაშლის დროს, იგივე 7 ნოემბერს და 26 მაისს, არ გვყავს ამდენი დაშავებული ჟურნალისტი, როგორც ამ აქციის დაშლის დროს. ჩვენ ვხედავდით, რომ ჟურნალისტების მიმართ სროლა ხდებოდა დამიზნებით და არაერთი მძიმე დაზიანება აქვთ მიღებული. ჩვენ ვუერთდებით მოთხოვნას, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა იძლევა სრულ საშუალებას მოხდეს დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, მაშინ როდესაც დაზიანებები მოქალაქეებს მიღებული აქვთ სწორედ ამ აქციის დროს და ეს სადაო არ არის, ამაში პროკურატურაც გვეთანხმება“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა