იენს სტოლტენბერგი - ყველა მოკავშირე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ინფორმაციით, უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ყველა მოკავშირე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდება. მონტენეგრო ალიანსს 2 წლის წინ შეუერთდა. ჩრდილოეთ მაკედონია ნატო-ს წევრი რამდენიმე თვეში გახდება. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები-ყველა ალიანსის წევრია - ამის შესახებ ერთ დროს ოცნებაც კი შეუძლებელი იყო“, -განაცხადა სტოლტენბერგმა რუსულ გამოცემა „1+1“-თან ინტერვიუში.

გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია დაეხმარება კიევს გააძლიეროს რეფორმები, რათა ქვეყანამ ალიანსში გაწევრიანება შეძლოს.

შეგახსენებთ, ოქტომბრის ბოლოს, უკრაინის რადაში სიტყვით გამოსვლისას, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო-ს კარი უკრაინისთვის ღიაა.

იხილეთ ვიდეო: იენს სტოლტენბერგი - ყველა მოკავშირე ქვეყანა შეთანხმდა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო