ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, საქართველოში უკრაინელი ტუროპერატორები იმყოფებიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით მომუშავე უმსხვილეს ტურისტულ კომპანიებს მასპინძლობს.

როგორც „ინტრეპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, უკრაინიდან 26 ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი ქართული კომპანიების ხელმძღვანელებს B2B ფორმატში შეხვდა.

უკრაინის უმსხვილესი კომპანიები საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით და უკრაინაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით იმყოფებიან.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო საგამოფენო ბიუროს ორგანიზებით უკრაინიდან ყველაზე მსხვილ კომპანიებს ვუმასპინძლეთ, რომელთა ძირითად მიმართულებას საქმიანი ტურიზმი წარმოადგენს.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მათ საქართველოში დავათვალიერებინეთ ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, შეხვედრების სივრცეებს, სარესტორნო ინდუსტრიას და სხვა.

ტუროპერატორების საქართველოში მოწვევით ადგილობრივ კერძო სექტორს B2B შეხვედრების ფორმატის ფარგლებში საშუალება მივეცით ახალი ურთიერთობები და ბიზნეს კონტაქტები დაემყარებინათ უკრაინელ კოლეგებთან.

საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი უკრაინელი ტურისტის ჩამოსვლას“,- განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

შვიდი დღის განმავლობაში უმსხვილესი საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან და ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ესტუმრებიან, ადგილზე გაეცნობიან ტურისტულ ინფრასტრუქტურას და ქართულ ტურისტულ პროდუქტებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოში უკრაინის სხვადასხვა რეგიონებიდან ტურისტების ნაკადის გაზრდასა და სხვადასხვა ტიპის მასშტაბური ღონისძიების საქართველოში გამართვას.

ზაზა ფირალიშვილი - უბრალოდ, ივანიშვილს  ვერ წარმოუდგენია, რომ თავადაც ძველი ხელისუფლების მსგავსი შეცდომები მოსდის
ქართული პრესის მიმოხილვა 16.11.2019
ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ოფისი განახლებულ ჭავჭავაძეზე, ბიზნეს-ცენტრ პიქსელში
საქართველოში მინა-პაკეტის დამზადების ხარისხის კონტროლი ჩატარდა
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა