ირაკლი პეტრიაშვილი - აბსურდია, რომ „შრომის კოდექსში“ ცვლილებები ჩრდილოვან ეკონომიკას გაზრდის - პირიქით, ჩრდილიდან გამოჰყავს გარკვეულწილად დასაქმება

ევროპული სოციალური ქარტიით რაც არის გათვალისწინებული, იმის ნახევარია აღებული „შრომის კოდექსის“ ცვლილებებში. არ გვინდა ევროპა, თუ ევროპა ქიშმიშიანი „ბულკია“? ქიშმიში ამოვიღოთ და „ბულკი" გადავაგდოთ? როგორ არის ჩვენი საქმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროფკავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეფასებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ახალი კოდექსი ჩრდილოვან ეკონომიკას კი არ გაზრდის, არამედ დასაქმებას გამოიყვანს ჩრდილიდან.

„მე მომხრე ვარ იმის, რომ სწორედ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ბიზნესთან დიალოგის გზით, შევჯერდეთ და შევიტანოთ კოდექსში გარკვეული ცვლილებები. აბსოლუტური აბსურდია, რომ ჩრდილოვან ეკონომიკას გაზრდის. პირიქით, ჩრდილიდან გამოჰყავს გარკვეულწილად დასაქმება. მეტი სადღა უნდა გაზარდოს? დასაქმების 58%-ი ისედაც ჩრდილშია გადასული. ინიციატივა მინიმალური ხელფასიდან დაწყებული სხვა ინიციატივებით დასრულებული, ბიუჯეტში მეტი თანხის აკუმულირებას მოახდენს, რათა ბიუჯეტს ჰქონდეს მეტი სოციალური პასუხისმგებლობა მოქალაქეების წინაშე. რეალურად, ეს ინიციატივები გათეთრებას უწყობს ხელს. აბსოლუტური დეგენერატიზმია, როცა საუბრობენ „ტროცკისტობაზე“ და „ბოლშევიზმზე“. ეს ხალხი და ეს პოლიტიკური ჯგუფები დეკლარირებულად ევროპასთან დაახლოებაზე არიან ორიენტირებული, მათ მოაწერეს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. ევროპული სოციალური ქარტიით რაც არის გათვალისწინებული, იმის ნახევარია აღებული ამ ცვლილებებში. მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ამაზე გაგვცენ პასუხი - არ გვინდა ევროპა? თუ ევროპა ქიშმიშიანი „ბულკია"? ქიშმიში ამოვიღოთ და „ბულკი" გადავაგდოთ, როგორ არის ჩვენი საქმე? ფაქტია, ადამიანები იტანჯებიან გაუსაძლისი მდგომარეობით, არამარტო სიდუხჭირის გამო, არამედ უუფლებობის გამო გარბიან ამ ქვეყნიდან,“ - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, ეს „შრომის კოდექსი“ გამოასწორებს საკანონმდებლო დონეზე მდგომარეობა, აღსრულების ნაწილი კი, პოლიტიკური ნებაა.

„ახლა, როცა კანონმდებლობა არ გივარგა, ბუნებრივია, ვერც ვერაფერზე ვერ გექნება პრეტენზია. აღსრულების ნაწილი კი, პოლიტიკური ნებაა, შესაბამისი მექანიზმებია საჭირო. თუ ზეგანაკვეთური შრომა არ იქნა განსხვავებული ტარიფით გადახდილი, რაც არ უნდა იდავოთ ინდივიდუალურად, ვერ მიაღწევთ. მე შემიძლია გითხრათ თუ რას გამოიწვევს მინიმალური ხელფასის შემოტანა. 130 ათას ადამიანს ქვეყანაში დღეს აქვს იმაზე ნაკლები ხელფასი, ვიდრე საარსებო მინიმუმია. ფაქტია, რომ 20 ლარად არავინ არ არის თანახმა, რომ თვის განმავლობაში იმუშაოს. დღეს თვეში დადგენილი ხელფასი ბიზნეს სექტორში არის სწორედ 20 ლარი. 20 ლარად ვერავის დაიქირავებთ. რას ნიშნავს ეს? არის თუ არა ჩრდილში დასაქმება და გადასახადების დამალვა? არსებობენ ადამიანები, ვისაც ოფიციალურად 20 ლარი აქვს ხელფასი, რეალურად კი, გადასახადის გადახდა არ ხდება ბიუჯეტში. შეიძლება რეალური ხელფასი 1000 ლარი იყოს და კონვერტით იღებდეს მას, სახელმწიფოს უმალავდეს გადასახადებს დამსაქმებელი,“ - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა