გიორგი მშვენიერაძე - კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, მაგრამ არ წერია, რომ მას ათავისუფლებს

ბატონ ნარმანიასთან დაკავშირებით, როცა ზუსტად მსგავსი საკითხი დადგა, პარლამენტი იძულებული გახდა შეეცვალა კანონმდებლობა და პრეზიდენტის ნაცვლად ეს უფლებამოსილება გადაეცა სხვა ორგანოს,- ამის შესახებ „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებთან ანა დოლიძესთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წარდგინებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გიორგი მშვენიერაძემ აღნიშნა, კონსტიტუციით პრეზიდენტს საბჭოს წევრის გამოწვევის უფლება არ აქვს.

„პასუხი მარტივია, საკმარისია გადაშალო კონსტიტუცია, მის 52-ე მუხლში ამომწურავი ჩამონათვალია პრეზიდენტის უფლებამოსილებების და კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ნებისმიერი უფლებამისილება, რომელსაც პრეზიდენტი განახორციელებს, უნდა იყოს თავად კონსტიტუციით გათვალისწინებული. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, მაგრამ არ წერია, რომ მას ათავისუფლებს. ამ ნორმის სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალება ალბათ, არსებობს. თუმცა, ჩვენ თუ მხედველობაში მივიღებთ ბოლო პერიოდში პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბატონ ნარმანიასთან დაკავშირებით, როცა ზუსტად მსგავსი საკითხი დადგა, არ ეწერა პრეზიდენტის უფლებამოსილებებში სემეკის თავმჯდომარის ნომინირების უფლებამოსილება, სწორად ამიტომაც, პარლამენტი იძულებული გახდა შეეცვალა კანონმდებლობა და პრეზიდენტის ნაცვლად, ეს უფლებამოსილება გადაეცა სხვა ორგანოს. თუკი პარლამენტი და სხვა ინსტიტუტები ერთგულნი რჩებიან ამ პრინციპის, რომ კონსტიტიცია ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს და არ შეიძლება მას დაემატოს კანონით რაიმე სხვა, მაშინ ეს გადაწყვეტილება და ეს ლოგიკა, რასაც გვთავაზობენ ანა დოლიძესთან დაკავშირებით, არის ძალიან ცხადი და არაკონსტიტუციური“, - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა