ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო ურთიერთობის გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

მათივე ცნობით, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს და კრისტიან ურსეს მრავალწლიანი ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპის საბჭო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ახორციელებს პროექტებს მნიშვნელოვანი მიმართულებებით, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის კუთხით.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს