უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი - სიდედრი ოჯახის წევრი არ არის

სიდედრი ოჯახის წევრი არ არის, - ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლაშა ქოჩიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას შეკითხვას იმის შესახებ, რომ კანდიდატის ოჯახის წევრს, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შემოწირულობა აქვს გაკეთებული და ისიც ხომ არ იზიარებს აღნიშნულ პოზიციას.

ქოჩიაშვილის განცხადებით, შემოწირულობა მისი ოჯახის წევრს არ აქვს გაკეთებული.

„სიდედრი ოჯახის წევრი არ არის. ფიქრია კამლაძეს აქვს გაკეთებული შემოწირულობა, როგორც შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი. იგივე წარმატებით, შეიძლება თქვენს ნათესავსაც ჰქონდეს შეწირულობა გაკეთებული და არ იცოდეთ. ეს არაფერზე არ მიუთითებს“, - განაცხადა ქოჩიაშვილმა.

ბოკუჩავას კითხვაზე, ხომ არ იზიარებს ქოჩიაშვილი მისი ოჯახის წევრის პოლიტიკურ გემოვნებას, მოსამართლეობის კანდიდატმა განაცხადა, რომ ეთიკის კოდექსის 21-ე და 27-ე მუხლები უკრძალავს მას ამგვარ გამოსვლებს რომელიმე პოლიტიკური მხარის მიმართ, რათა საზოგადოებამ არ ჩათვალოს მიკერძოებად.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს