სულხან სალაძე - თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შეწყვეტა მთელი პროცესის მიმართ კითხვებს მხოლოდ გაზრდის

თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ გაზრდის კითხვებს მთელი პროცესის მიმართ, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ „ინტერპრესნიუსს“, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების შესაძლო შეწყვეტის შეფასებისას განუცხადა.

სალაძის თქმით, საქმის მუდმივად, დაუსრულებლად გამოძიებაში არსებობა, არც ხელისუფლებისთვის და არც გამოძიებისთვის არ უნდა იყოს საინტერესო.

„უნდა დაველოდოთ ოფიცილურად ამ თემაზე განცხადებას და ამ განცხადებას ალბათ, გამოძიება მოაყოლებს გარკვეულ არგუმენტებს, თუ საერთოდ შეწყვეტს გამოძიებას, რატომ იღებს ამ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ გადაწყვეტილების წინაპირობებთან დაკავშირებით. რასაც ამ საკითხის ირგვლივ ვხედავთ ესაა, ერთი მხრივ ის, რომ შეიძლება ეს არ იყო მარტივად გამოსაძიებელი საქმე და მეორე მხრივ, მუდმივად ამ საკითხს თან გასდევდა კითხვა - შეიძლება ყოფილიყო თუ არა პოლიტიკური წინაპირობა, იმისთვის, რომ ეს საკითხი არ ყოფილიყო სათანადოდ გამოძიებული. პირველ ეტაპზე, რაც ჩვენ უნდა გავიგოთ, ეს არის გამოძიების პასუხი, თუ შეწყდება გამოძიება, რატომ წყდება გამოძიება და არა მხოლოდ ზოგადი შეფსება,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

ხათუნა ლაგაზიძე -  პარლამენტში მიმდინარე პროცესები იმის ტესტიც არის, თუ რად უღირს თანამედროვე დასავლურ პოლიტიკურ ელიტას საქართველო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.11.2019
მაია ბითაძე - ევროპამ 50 წლით გაგვისწრო, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით
გამოიძახე ექიმი სახლში - REDMED ინოვაცია ქართულ სამედიცინო სფეროში
#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
Konica Minolta-ს პირველი ოფისი 12 ნოემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ტოიოტა ფორტუნერი - თავდაჯერებულობა ნებისმიერ გზაზე, ახლა უკვე დიზელის ძრავით
აგრესიული რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა