სოფო კილაძე ადასტურებს, რომ ყოფილი ქმრისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია, თუმცა ფიზიკურ ძალადობას უარყოფს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ადასტურებს, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

კილაძე ადასტურებს იმასაც, რომ მის ყოფილ მეუღლეს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, თუმცა ფიზიკურ ძალადობას უარყოფს.

„დიახ, მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ვიყავი ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და მე ვარ რეალურად მაგალითი იმისა, რომ ნებისმიერი ადამიანი, მათ შორის, უფლებადამცველი, მათ შორის, პარლამენტის წევრი შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში. თუმცა, ამავდროულად, მოვუფრთხილდები ჩემი გარშემომყოფი ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ჩემ არასრუწლოვან შვილს, მის საუკეთესო ინტერესს და აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ მეტ დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით.

ფიზიკურ ძალადობას არ ვადასტურებ შემაკავებელ ორდერთან მიმართებაში. არ ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან მოიტანეს. თუ წაკითხული აქვთ შემაკავებელი ორდერი, ნახავენ, რომ იქ მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზეა საუბარი. დიახ, საუბარია ყოფილ მეუღლეზე“, - განაცხადა „კურიერთან“ საუბრისას სოფო კილაძემ.

ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება „ერთი ადამიანის უღირსი პოსტის“ გამო გადაწყვიტა, რომელშიც ცრუ ინფორმაციებზე იყო საუბარი.

„ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც გავაკეთე კომენტარი, იყო ერთი ადამიანის ძალიან უღირსი პოსტი, სადაც სიცრუე გავრცელდა და იმის გამო, რომ ამას არ მოჰყოლოდა კიდევ ცალკე სპეკულაციები, გავაკეთე კომენტარი. ძალიან გთხოვთ, უმორჩილესად, ჩემი ახლობელი ადამიანების ემოციური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი," - მიმართა კილაძემ ჟურნალისტებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა