ეკა ბესელია - ძალადობას არ უნდა გაუჩუმდე - ამას უნდა დაუპირისპირდე ყველგან, თუ გვინდა, რომ დავამარცხოთ

პირველ რიგში საჭიროა, ძალადობის ფაქტებზე რეაგირება, სოლიდარობა და მოძალადის მიმართ შესაბამისი ზომების გამოყენება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძალადობაზე სიჩუმე დაუშვებელია და მას უნდა ებრძოლო.

„იქ, სადაც ეს კიდევ დარჩა პრობლემად და დარჩა საზოგადოების დიდ ნაწილში, მენტალურად არის შესაცვლელი ეს დამოკიდებულებები. ამას სჭირდება ხანგრძლივი და უწყვეტი ცნობიერების ამაღლება, განათლების კუთხით უფრო ადრეულ ასაკში მუშაობა, რომ მომავალი თაობა მაინც დავაზღვიოთ ამ ძალადობისგან და რაც მთავარია, ძალადობას არ უნდა გაუჩუმდე. ამას უნდა დაუპირისპირდე ყველგან, თუ გვინდა რომ დავამარცხოთ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ადამიანია უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ დაადასტურა, რომ მეუღლე მასზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს