გიორგი ქობულიას შეფასებით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რაც თავის მხრივ, რუსეთიდან ტურისტების შემცირებამ განაპირობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას შეფასებით, ინფლაციის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი ლარის გაუფასურებაა, რაც თავის მხრივ, რუსეთიდან ტურისტების შემცირებამ განაპირობა.

როგორც გიორგი ქობულიამ „ინტერპრესნიუსს“ ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებლის კომენტირებისას განუცხადა, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ „მაღალი ინფლაცია ეროვნული ბანკის ბრალია“.

„აბსოლუტურად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ მაღალი ინფლაცია ეროვნული ბანკის ბრალია, რამე ნაწილშიც კი. ინფლაციის მიზეზი ისაა, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებით დაეცა , თავის მხრივ, ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი შემცირებაა",-აცხადებს ქობულია.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ნაბიჯებს, მათ შორის რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, ყოფილი მინისტრის განცხადებით, საჭიროა ბალანსი, რათა ამ პოლიტიკამ ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად არ იმოქმედოს.

„რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ლარის გარკვეულ გამყარებას, მაგრამ უნდა ვუფრთხილდეთ იმას, რომ ეს ასევე დაარტყამს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. თუ ლარის კურსი არ დასტაბილურდა, მოსახლეობაზე ეს მოქმედებს, ინფლაციის შედეგად მოსახლეობა ღარიბდება, თუ განაკვეთები ავწიეთ და ეკონომიკური აქტივობა არ გაიზარდა, ეს მოქმედებს სამუშაო ადგილებზე. როგორ უყურებს ეროვნული ბანკი ამ ორ საკითხს შორის ბალანსს, ეს მათ უნდა ჰკითხოთ,“-აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

შეგახსენებთ, „საქსტატის“ მონაცემებით, ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა