გზების დეპარტამენტი - ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია სრულდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. სარეაბილიტაციო გზა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დასახლებულ ტერიტორიაზე გადის.

„არსებული გზის სავალი ნაწილი დაზიანებული და გაცვეთილი იყო, რაც მოძრაობის მაღალი ინტენსივობის მქონე გზაზე გადაადგილებას აფერხებდა. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გაუმჯობესდა სავალი ნაწილის კონსტრუქცია და გზის შემადგენელი პარამეტრები, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და რეაბილიტირდა დაზიანებული ხელოვნური ნაგებობები. ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გზაზე მძღოლთა სრულყოფილი ორიენტაციისათვის ეწყობა საგზაო ნიშნები და ხორციელდება გზის სავალი ნაწილის მონიშვნა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 6 078 915 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე დასრულდება“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა