კახა კალაძე - ნამდვილად მისასალმებელია ის მაღალი სტანდარტი, რაც 2012 წლის შემდეგ არჩევნების ჩატარების კუთხით შემოვიტანეთ

საქართველომ ძალიან ბევრჯერ ჩააბარა გამოცდა წარმატებით, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას არჩევნებთან დაკავშირებით ექსპერტ დევიდ კრამერის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველა არჩევნები, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩატარდა, წარმატებული იყო.

„საქართველომ ძალიან ბევრჯერ ჩააბარა გამოცდა წარმატებით. ნამდვილად მისასალმებელია კულტურა და მაღალი სტანდარტი, რაც 2012 წლის შემდეგ არჩევნების ჩატარების კუთხით შემოვიტანეთ. რა თქმა უნდა, ეს მაღალი სტანდარტია. ყველა არჩევნები 2012 წლის შემდეგ, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა, იყო მხოლოდ და მხოლოდ წარმატებული“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ექსპერტმა დევიდ კრამერმა „ღამის დებატები - ფრენსის ფუკუიამასთან" დაწყებამდე განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნები საქართველოსთვის ტესტი იქნება.

„ვფიქრობ, აშშ მომავალ, 2020 საპარლამენტო წლის არჩევნებს ძალიან მნიშვნელოვნად თვლის განვითარებისთვის. ვიცი, რომ ჩვენი ევროპელი მოკავშირეებიც ასე ფიქრობენ, ეს საქართველოსთვის ტესტი იქნება, მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ ის აგრძელებს დემოკრატიულ გზაზე სვლას. ასე რომ, ვფიქრობ, ამაზე დიდი ყურადღება გამახვილდება, ბევრი დააკვირდება არჩევნებს და იმედია, იქნება ცოცხალი დებატები არჩევნების დღეზე და ასევე, ვიხილავთ საარჩევნო კამპანიას, რომელშიც ყველას მიეცემა შანსი", - განაცხადა კრამერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო