დავით მათიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შესაძლო შეწყვეტაზე - საგამოძიებო სტრუქტურის პასუხისმგებლობაა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს

ეს არის აბსოლუტურად საგამოძიებო სტრუქტურის პასუხისმგებლობა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, გააგრძელებს გამოძიებას თუ შეწყვეტს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი ჟურნალისტებთან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პროკურატურამ პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შესაძლოა, შეწყვიტოს.

მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე დეტალები სუს-ის ხელმძღვანელობისგან კომიტეტის დახურულ სხდომაზე დეპუტატებმა მოისმინეს. თუმცა, საჯაროდ ამაზე ვერ ისაუბრებენ.

„საქართველოს პარლამენტში, დახურულ სხდომაზე მოხდა სუს-ის ხელმძღვანელების მოსმენა კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით, სადაც იქნა გაცხადებული ყველა ის ნიუანსი, რომლის გაცხადება ღიად და საჯაროდ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხდება. გამოძიებას აწარმოებს საგამოძიებო ორგანო. ეს არის მისი პრეროგატივა, ყველა მტკიცებულებების შეფასება და შემდგომი საპროცესო მოქმედებების და ნაბიჯების გადადგმა. ასე რომ, ეს არის აბსოლუტურად საგამოძობო სტრუქტურის პასუხისმგებლობა, რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, გააგრძელებს გამოძიებას თუ შეწყვეტს, იმიტომ, რომ ის აუცილებლად აფასებს ყველაფერს იმ მტკიცებულებებით, რომელიც აქვს,"- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა