საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართა

საქართველოს 9 ავსტრიული კომპანიისგან შემდგარი დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობის (Advantage Austria) ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის (GCCI) მხარდაჭერით ავსტრია - საქართველოს ბიზნესფორუმი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს, ფორუმზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ავსტრიის ელჩი საქართველოში, არად ბენკო, ავსტრიის კონსული სავაჭრო საკითხებში თურქეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში, გეორგ კარაბაჯეკი, და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, გიორგი პერტაია.

თავის სიტყვაში პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ, საქართველოს საინვესტიციო გარემოზე, პალატის მიზნებსა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა.

ბიზნესფორუმის ფარგლებში ქართულ და ავსტრიულ კომპანიებს შორის ორმხრივი ბიზნეს შეხვედრები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 50-მდე ქართულმა კომპანიამ მიიღო. ავსტრიული კომპანიები წარმოდგენილნი იყვნენ შემდეგი სექტორებიდან: მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და სხვ.

ღონისძიების ფარგლებში ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემყარებინათ საქმიანი კავშირები და გაეზიარებინათ ავსტრიული გამოცდილება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო