ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე, შშმ პირის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურა შშმ პირის გურამ იორდანიშვილის უმწეო მდგომარეობაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ვიტალი გრივვას მიმართ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ ვერდიქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, უტყუარად დადგინდა, რომ მსჯავრდებულმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეგობარს, გურამ იორდანიშვილს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, ხანჯლით გულ-მკერდის, სახისა და ხელების არეში 25 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელი გარემოებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.გ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებები წარადგინა, დაიკითხა ათობით მოწმე, გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის „დნმ“-ი, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 4 თებერვალს ვ.გ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეგობარს - გ.ი.-ს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, ხანჯლით გულ-მკერდის, სახისა და ხელების არეში 25 ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად გ.ი. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ვ.გ. 2019 წლის 6 თებერვალს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ვ.გ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს