მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები შესაძლოა, ერთმანეთს საბაგიროებით დაუკავშირდეს

დედაქალაქში მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს ერთმანეთს, სავარაუდოდ, საბაგიროები დააკავშირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ განუცხადა.

ბითაძის განმარტებით, საბაგიროების მოწყობის კუთხით, სპეციალისტების ჯგუფის მიერ მერიისთვის ჯამში, 120 მარშრუტზე მეტია შეთავაზებული, საიდანაც რამდენიმე ძირითადი მიმართულება იკვეთება.

მერის მოადგილის ინფორმაციით, იმ მარშრუტებს შორის, სადაც შესაძლოა, საბაგიროები გაკეთდეს, მოიაზრება თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულება, ასევე საბაგიროს გაკეთება დაგეგმილია სამების ეკლესიასთან დასაკავშირებლად და ძველ თბილისში.

„კუს ტბის საბაგიროსთან დაკავშირებით, რომელიც გამორთული იყო ტექნიკური მიზეზების გამო, ჩვენ გვყავს უკვე გამარჯვებული, რომელიც 4 თვეში დაასრულებს სამუშაოებს. ეს იყო გეგმური ინსპექტირების დროს აღმოჩენილი ხარვეზი, რომელიც უახლოეს მომავალში გამოსწორდება და სეზონს ეს საბაგირო გამართული შეხვდება. რაც შეეხება დანარჩენ საბაგიროებს, რომელზეც მუნიციპალიტეტმა კვლევა შეუკვეთა, უკვე გვაქვს კარგი შედეგები და საბოლოო კვლევა ჩაგვბარდება ნოემბრის ბოლოს. თუმცა იდენტიფიცირებული გვაქვს სამი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც საბოლოო ჯამში, საფუძვლად დაედება თბილისში ახალი საბაგიროების განვითარებას. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, ერთი საბაგიროსთვის გაკეთებული კვლევა, ეს არის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დაკავშირების ახალი სქემა საბაგიროებით, რომელიც ვეცადეთ მკვლევარებთან ერთად შეგვედგინა ისე, რომ მაქსიმალურად მიმზიდველი ყოფილიყო ახალი საბაგირო ქსელი როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, ასევე ტურისტული მარშრუტების კოორდინირებით.

წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ იკვეთება ძალიან საინტერესო სქემები თემქიდან თბილისის ზღვის მიმართულებით, ასევე სამების ეკლესიასთან დასაკავშირებლად. გარდა ამისა, განვიხილავთ ძველ თბილისთან საფეხმავლო ბილიკებით ან პოტენციური საბაგიროებით დაკავშირებასაც. ეს არის უნიკალური კვლევა, რომელიც ცვლილებებს შეიტანს გენერალური გეგმის საბაგიროების ქსელში. ვფიქრობ, ძალიან დიდ პოტენციალად შეიძლება აღვიქვათ ის საბაგიროთა ქსელი, რომელიც სულ მალე ჩაბარდება მუნიციპალიტეტს“, - განაცხადა ბითაძემ.

როგორც მერის მოადგილემ აღნიშნა, კვლევის საბოლოო შედეგი დედაქალაქის მთავრობას დაახლოებით, ორ კვირაში ექნება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის