გია უდესიანისა და ზაზა გუგავას ადვოკატებმა მოსამართლე რომან ხორავას აცილების შუამდგომლობა დააყენეს

სასამართლო პროცესზე, სადაც უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში ბრალდებულ ბიზნესმენ გია უდესიანისა და გამოძალვაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ზაზა გუგავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობენ, დაცვის მხარემ მოსამართლე რომან ხორავას აცილების შუამდგომლობა დააყენა.

როგორც პროცესზე გია უდესიანისა და ზაზა გუგავას ადვოკატებმა განმარტეს, მოსამართლე რომან ხორავა იხილავდა გია უდესიანის სხვა საქმესაც და მაშინ გადაწყვეტილება უკანონოდ იქნა მიღებული. დაცვის მხარის პოზიციით, მოსამართლე რომან ხორავას მიერ დღეს მიღებული გადაწყვტილება ობიექტური და მიუკერძოებელი ვერ იქნება.

მოსამართლე რომან ხორავამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია. მისივე განცხადებით, უდესიანის მიმართ დაინტერესება არ ჰქონია.

სასამართლო პროცესს ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული ზაზა გუგავა. რაც შეეხება ბიზნესმენ გია უდესიანს, ის პროცესს არ ესწრება, რადგან ქვეყანაში არ იმყოფება.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს