პროკურატურა გია უდესიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო ზაზა გუგავასთვის 50 000-ლარიან გირაოს ითხოვს

სახელმწიფო ბრალდება უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში ბრალდებულ ბიზნესმენ გია უდესიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას, ხოლო გამოძალვაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ზაზა გუგავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 50 000 ლარის ოდენობით ითხოვს.

შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა დააყენა.

დაცვის მხარე კი ორივე პირის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.

ადვოკატების განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე გუგავას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს მაინც შეუფარდებს, გათვალისწინებულ უნდა იქნას გუგავას ფინანსური მდგომარეობა და ის გარემოება, რომ ზაზა გუგავას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. დაცვის მხარის პოზიციით, გირაოს ოდენობა 5 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზების ფაქტებზე გია უდესიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, დევნა მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 24, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით. ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო გამოძალვაში მონაწილე ზაზა გუგავას მიმართ, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა