გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან” აცნობეს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 ნოემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში წილკანი, ფრეზეთი, ახალდაბა, ერედა, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ცივწყარო, მენესო, ფიტავი და მიმდებარე სოფლებში, 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში სიმონიანთხევი, ალოტი, ბოკონი და მიმდებარე სოფლებში.

„სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში,”-აცხადებენ კომპანიაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს