გია ვოლსკი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შესაძლო შეწყვეტაზე - ასეთი უთქმელი შეწყვეტა არ იქნება სწორი და მეტ კითხვას გააჩენს

მეც მგონია, რომ გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას.

მისივე თქმით, გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება.

„მეც ასე მგონია, რომ გამოძიების შეწყვეტა უფრო მეტ კითხვას გააჩენს. შეწყვეტა ერთია, მაგრამ ასეთი უთქმელი შეწყვეტა არ იქნება სწორი. საერთოდ გამოძიების შეწყვეტას სერიოზული დასაბუთება სჭირდება იმიტომ, რომ დახურულ სხდომაზე რა მასალაც უშიშროებამ ყველა ფრაქციას წარმოგვიდგინა, საკმაოდ სერიოზულ საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ დასკვნები გააკეთოს არამხოლოდ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, არამედ საზოგადოებამ. როგორ აისახება ეს სამართლებრივ ნაწილზე - შეწყდება გამოძიება, გაგრძელდება თუ სასამართლოში გადაინაცვლებს, ამაზე მე დღეს კომპეტენტური არ ვარ, რომ პასუხი გაგცეთ,“- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ფაქტობრივად, დაასრულა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტება ვერ დაადგინა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს