გია ვოლსკი - სამწუხაროა, რომ წყალტუბოს ბარიერი გაუჩნდა იმ გზაზე, რასაც აღორძინება ჰქვია და ამის ინიციატორები პარტიებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციები არიან

სამწუხაროა, რომ შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ წყალტუბოს და მთლიანად საქართველოს კიდევ ერთი ბარიერი გაუჩნდა იმ გზაზე, რასაც აღორძინება ჰქვია და ძალიან სამწუხაროა, რომ პარტიებთან ერთად ამის ინიციატორად არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა, რომელიც წყალტუბოს სასტუმროებისა და აბანოების გამოსყიდვას შეეხება, წყალტუბოს პოტენციალს აღადგენს.

„სამწუხაროა, რომ შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფ წყალტუბოს და მთლიანად საქართველოს კიდევ ერთი ბარიერი გაუჩნდა იმ გზაზე, რასაც აღორძინება ჰქვია და ძალიან სამწუხაროა, რომ პარტიებთან ერთად ამის ინიციატორად არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან. აქ ლაპარაკია მინგრეულ, გაპარტახებულ შენობებსა და მათ აღდგენაზე. წყალტუბოს პოტენციალის აღდგენაზე მიდის საუბარი იმ პირობებში, როდესაც საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა საქართველოში, თუმცა ეს ტენდენცია მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ამ მდგომარეობის გამოსწორებას,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა