„ფაბრიკა“ ევროპის კულტურული ცენტრების გაერთიანების Trans Europe Halles-ის წევრი გახდა

რუმინეთის ქალაქ ტიმისოარაში ევროპის კულტურული ცენტრების გაერთიანების, Trans Europe Halles-ის რიგით 88-ე შეხვედრა გაიმართა. გენერალური ასამბლეის გადაწყვტილებით, „ფაბრიკა“ გაერთიანების სრულფასოვანი წევრი გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ფაბრიკიდან“ აცნობეს, Trans Europe Halles (TEH) დამოუკიდებელი კულტურული ცენტრების გაერთიანებაა ევროპაში, რომელიც 1983 წელს დაარსდა და ამჟამად აერთიანებს 114 მულტიდისციპლინურ კულტურულ ცენტრს და სხვა კულტურულ ორგანიზაციებს მთელი ევროპიდან, რომელთა უმრავლესობა სამრეწველო მემკვიდრეობის ნაგებობებში მდებარეობს და უბნების რევიტალიზაციას უწყობს ხელს.

„Trans Europe Halles-ის მისია კულტურული ცენტრების მდგრადი განვითარების გაძლიერებაა. ეს ქსელი მუშაობს წევრი ორგანიზაციების პოპულარიზაციაზე, ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, როგორც მმართველობის ფორმების, ორგანიზაციული მოწყობის და ბიზნესმოდელების, ასევე, აქტივობების და პროგრამების გაზიარებით, რასაც ქსელში ჩართული კულტურული ცენტრები ახორციელებენ. TEH არის საერთაშორისო თანამშრომლობის, ცოდნის და გამოცდილების გაზიარების პლატფორმა, რომელიც ხელოვნებისა და კულტურის მეშვეობით დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.

„ფაბრიკა“ Trans Europe Halles-ში პირველი ქართული კულტურული ცენტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისი და საქართველო უკვე მოინიშნა ევროპული კულტურული ცენტრების რუკაზე. ეს გაერთიანება გვიხსნის გზას ევროპის სხვადასხვა კულტურულ ცენტრთან და შემოქმედებით ჰაბთან თანამშრომლობისკენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო