გია ვოლსკი -  ანა დოლიძე მნიშვნელოვნად არის შეჭრილი პოლიტიკურ ველზე, თუმცა მისი იუსტიციის  საბჭოდან გამოწვევა სამართლებრივად გამართლებულად არ მიმაჩნია

ანა დოლიძე მნიშვნელოვნად არის შეჭრილი პოლიტიკურ ველზე, თუმცა მისი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოწვევა სამართლებრივად გამართლებულად არ მიმაჩნია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების პრეზიდენტისადმი მიმართვას, ანა დოლიძის გაწვევის თაობაზე. ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში მისი გაწვევა არ შედის.

„მე რამდენადაც ვიცი, პრეზიდენტს არ აქვს ის უფლებამოსილება, რომ ანა დოლიძე გაიწვიოს. მას კონსტიტუციით აქვს დანიშვნის უფლებამოსილება, ხოლო გაწვევა იქ არ იკითხება, მაგრამ რეალურად ფაქტია, რომ ანა დოლიძეც მნიშვნელოვნად გასცდა იმ ფუნქციებს, რასაც ჰქვია იუსტიციის საბჭოს წევრის ფუნქციები. ის მნიშვნელოვნად არის შეჭრილი პოლიტიკურ ველზე, თუმცა მისი გამოწვევა სამართლებრივად გამართლებულად არ მიმაჩნია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა