მამუკა მდინარაძე - ზედმეტად მიმაჩნია იმაზე ლაპარაკი, რომ ანა დოლიძე მისივე განცხადებების გამო ვინმემ უნდა გაიწვიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან

ზედმეტად მიმაჩნია დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ ანა დოლიძე, მისივე განცხადებების გამო, ვინმემ უნდა გაიწვიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. ასეთ შემთხვევაში შეიქმნება პრობლემა, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ხომ არ გვაქვს საქმე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ანა დოლიძის პოლიტიკური განცხადებები საბჭოდან მისი გაწვევის საფუძველი არ უნდა გახდეს.

„სიმართლეა და მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ანა დოლიძე პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს ძალიან ხშირად. ეს შეიძლება იუსტიციის საბჭოს რომელიმე წევრმა მიიჩნია მისი გაწვევის საფუძვლად. თუმცა, მე არ მგონია ეს იყოს მისი გაწვევის საფუძველი, მაშინ განსაკუთრებით, როცა კანონის და კონსტიტუციის მოთხოვნები შესაძლოა ისე განმარტოს რომელიმე იურისტმა, რომ შეუსაბამოა ერთმანეთთან. ასეც რომ არ იყოს, ცოტა ზედმეტად მიმაჩნია დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ მისი განცხადებების გამო ვინმემ ის უნდა გაიწვიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვექმნება პრობლემები ზოგადად, არა მმართველ გუნდს, პრეზიდენტს, იუსტიციის საბჭოს ან ანა დოლიძეს ან რომელიმე სუბიექტს, არამედ ზოგადად შეიქმნება პრობლემა, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან ხომ არ გვაქვს საქმე და ამაზს იქნება აქცენტები გადატანილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს