მამუკა მდინარაძე სოფო კილაძის განცხადებაზე - სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ნებისმიერ ქალს, რომელიც იქნება ძალადობის მსხვერპლი

ეს ადამიანი არ მოერიდა ამ საკითხზე საუბარს და ჩვენ ერთადერთი, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ნებისმიერ ქალს, რომელიც იქნება ძალადობის მსხვერპლი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელის სოფო კილაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა შესაძლოა, შორეული პერსპექტივაა, თუმცა პრობლემის შესამცირებლად მუშაობა მიმდინარეობს.

"ჩვენ ბოლო პერიოდში ბევრს ვსაუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობაზე, ვიცით, რომ სამართალდამცავებში მიმართვიანობა არის გაზრდილი და ბევრი საკანონმდებლო რეგულაცია იქნა დახვეწილი და შემოღებული, რომ ეს პრობლემა იყოს შემცირებული. ბევრი ერიდება ასეთ საკითხზე საუბარს. ეს ადამიანი არ მოერიდა ამ საკითხზე საუბარს, არ მოერიდა სამართლებრივი რეაგირებაც მოეყოლებინა ამ ყველაფრისთვის და ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ ნებისმიერ ქალს, რომელიც იქნება ძალადობის მსხვერპლი, ვინც არ უნდა იყოს, პოლიტიკოსი იქნება თუ არა",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

კილაძე ადასტურებს იმასაც, რომ მის ყოფილ მეუღლეს პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, თუმცა ფიზიკურ ძალადობას უარყოფს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს