გია უდესიანის და -  ბოტასიპარია ფარცხალაძის, თადუმაძისა და  ამ ხელისუფლების პირობებში,  გია უდესიანს ზიანს ვერასდროს მიაყენებენ

ძალიან პირდაპირ და ნათლად გეტყვით, ბოტასიპარია ფარცხალაძის, თადუმაძისა და ამ ხელისუფლების პირობებში, გია უდესიანს ზიანს ვერასდროს მიაყენებენ,- ამის შესახებ ბრალდებულ ზაზა გუგავას მეუღლემ და ბრალდებული ბიზნესმენის გია უდესიანის დამ ინგა გუგავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ინგა გუგავა საქმეს “შეთითხნილს” უწოდებს და ამბობს, რომ მისი ოჯახის მიმართ ძალადობა ხორციელდება.

“ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ივანიშვილის რეჟიმი ძალიან მზაკვრულად გვანადგურებს. დღეს პროცესი იყო ათი წლის წინანდელი პროკურატურის შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე. ჩემს მეუღლეს, ზაზა გუგავას, რომელიც აფხაზეთის ომის ვეტერანი, მეორე ჯგუფის ინვალიდია, ჩემს სამ მცირეწლოვან შვილს პროკურატურამ და სასამართლომ შეთანხმებით ლუკმა გამოაცალეს. ჩვენ ალბათ, მოვამზადებთ შესაბამის საბუთებს, მივმართავ ალბათ, პოლიტიკური თავშესაფრისთვის. ამ ქვეყანაში ჩვენი ოჯახი სასწაული ძალდობის ქვეშ არის. რაც შეეხება გია უდესიანს, ძალიან პირდაპირ და ნათლად გეტყვით, ბოტასიპარია ფარცხალაძის, თადუმაძის, ამ ხელისუფლების პირობებში, ზიანს ვერასდროს მიაყენებენ. ის ადამიანი სხვა ქვეყანაში იმყოფება. ამ ქვეყნისთვის საშიში არ არის, პირიქით ძალიან პატრიოტი ადამიანია, ვამაყობ, რომ ჩემი ძმა არის. ვერანაირი 50 ათასიანი გირაოთი , გაზრდილი სასჯელებით ვერასდროს ვერ მიიღებთ ჩვენგან, რომ ვიყოთ თქვენს სამსახურში. მე პირადად, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ივანიშვილის ბინძური რეჟიმი მალე დასრულდეს”,-განაცხადა ინგა გუგავამ.

მისივე თქმით, გირაოს მეგობრების დახმარებით გადაიხდის, რომ მისი მცირეწლოვანი შვილები “მამის გარეშე არ დარჩნენ”.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და უძრავი ქონებისა და სამეწარმეო ორგანიზაციის წილების გამოძალვის, ასევე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებაში ბრალდებულ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო გამოძალვაში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ზაზა გუგავას, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 50 000 ლარის ოდენობით შეუფარდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა