ომბუდსმენი შსს-ს კინოფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებისას „ქართული მარშის“ მიერ კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირების დაანონსებასთან დაკავშირებით   პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებისას „ქართული მარშის“ მიერ თბილისისა და ბათუმის კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირების დაანონსებასთან დაკავშირებით პროაქტიული პრევენციული ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს ოფიციალური წერილით უკვე მიმართა.

„მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებამ უზრუნველყოს როგორც ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა ასევე კინოჩვენებაზე დამსწრე ყველა პირის უსაფრთხოება. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობა და არა იმგვარი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. აღნიშნული მიზნით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების ბლოკირება,“ - აცხადებს სახალხო დამცველი.

გარდა ამისა, ომბუდსმენი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ შეკრების ორგანიზებისა და ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევისგან, მათ შორის არ მოახდინონ კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს