დავით ზალკალიანი უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

შვედეთში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებული მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ასოცირებული ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, მოახლოებული სამიტის გათვალისწინებით.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს სამივე ქვეყნის მისწრაფება ევროკავშირში გავწევრიანებისკენ და ხაზი გაუსვეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ახალი, ამბიციური მიზნების დასახვის აუცილებლობას; მათ შორის, ევროკავშირთან მეტი ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის შესაძლებლობების გახსნას, რაც ხელს შეუწყობს ერვოკავშირის ერთიან ბაზარში ინტეგრაციას.

მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციას 2020 წლის სამიტისთვის ერთიანი პოზიციის შემუშავების მიზნით. ​

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს