შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან

ჩვენ ღია უნდა დავტოვოთ კარი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპული ნორმებითა და ღირებულებებით ხელმძღვანელობენ და ყველაფერს აკეთებენ იმ იმედით, რომ ერთ დღესაც ევროკავშირის წევრები გახდებიან, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ თავის გამოსვლაში განაცხადა.

მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ევროკავშირთან უფრო მჭიდრო ასოცირებისა და ინტეგრაციის ინსტრუმენტები შესთავაზოს ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში იმ მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომლებსაც აღმოსავლეთ პარტნიორობა ეფუძნება, და რომლებიც ევროკავშირსა და მის აღმოსავლელ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებელი წინაპირობაა. კერძოდ, მან აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის დღის წესრიგი ორიენტირებული უნდა იყოს ისეთ პრიორიტეტებსა და საერთო ღირებულებებზე, როგორიცაა დემოკრატია, მართლწესრიგი, ადამიანის უფლებები და თანაბარი შესაძლებლობები. ამასთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის მთავრი მიზანი ადამიანებისთვის სწავლის, მუშაობისა და მოგზაურობის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება და, ამ გზით, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილების მოტანა უნდა იყოს. მინისტრმა თითოეული პარტნიორის მიმართ დიფერენცირებული მიდგომის აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ევროკავშირი თითოეულ ქვეყანას მის მიერ მიღწეული პროგრესის მიხედვით უნდა აფასებდეს.

ენ ლინდემ თავის გამოსვლაში აღმოსავლეთ პარტნიორობის მიერ ათი წლის განმავლობაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებზეც ისაუბრა.

„როდესაც ვსაუბრობთ იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობამ თითოეულ პარტნიორ ქვეყანას მოუტანა, ჩვენ გვავიწყდება იმის აღიარება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობამ თავად ევროკავშირშიც მოახდინა ტრანსფორმაციაც. ევროკავშირი უკვე აღარ საუბრობს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებზე, არამედ მათ ევროპელ პარტნიორებს უწოდებს“, - განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში.

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით შვედეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენ ლინდემ.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს