ლევან ვასაძე ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“  ჩვენების მოწინააღმდეგეებს 8 ნოემბერს ვერის ბაღში შეკრებისკენ  მოუწოდებს

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებით, მეუფე პეტრემ ენით აღუწერელი შეურაცხყოფა მიაყენა იმ ადამიანს, რომლის მამობრივი ზრუნვითა და წყალობით ჰქონდა მას ყველაფერი ამ ცხოვრებაში, მისი ეკლესიამდელი უღირსი ცხოვრების მიუხედავად. ამის შესახებ ვასაძე თავის ვიდეომიმართვაში საუბრობს.

„პაატას მხარი დაუჭირა საქართველოს სრულიად ლიბერალურმა საჭინკეთმა. ჩვენი ისედაც გატანჯული ერი, რომელიც უმუშევრობით იტანჯება, უძვირეს კრედიტებში ცდილობს ოჯახის წევრების სამკურნალო ფულის შოვნას და ბოლო ქონებას კარგავს მძარცველ და მევახშე ბანკირებთან, ერი, რომლის შვილებიც ყველგან მოდებული ნარკომანიით, პორნოგრაფიითა და კაზინოებით მათ თვალწინ ირყვნებიან და იღუპებიან. ერი, რომლის ოჯახის წევრებიც იძულებულები არიან უცხოეთში წავიდნენ სამუშაოდ, რადგან აქ თავიანთი ოჯახები როგორმე არჩინონ. ერი, რომელშიც ყოველი მეშვიდე დევნილია საკუთარ ქვეყანაში. აი ეს ჩვენი ერი თავისი სულიერი მამის და მისი ყველაზე საყვარელი და საპატივცემულო ეკლესიის ასე გათელვასა და ცილისწამებას ცრემლიანი და გულგახეთქელი შესცქერის და კითხულობს რა ვქნათ, როგორ დავიცვათ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა. ამას ყველაფერს კმაყოფილებით და დამცინავი ღიმილით შესქცერის ლიბერალური დემონი, რომელიც მხარს უჭერს პაატა ცაავას და მისნაირებს, გეგმაზომიერად ანადგურებს ჩვენს ერს და ამაში ფულს იღებს თან, და ყველას ვინც ხმას ამოიღებს, რუსეთის აგენტს ეძახის,“ – აცხადებს ლევან ვასაძე.

გარდა ამისა, ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება არ უნდა დაუშვას ქართველმა ერმა და მოქალაქეებს ამ ჩვენების ხელის შეშლისკენ მოუწოდებს.

„არ უნდა დავუშვათ ამ ფილმის ჩვენება არცერთ ამ 6 კინოთეატრში ამ სამი დღის განმავლობაში ზუსტად ისე როგორც გასულ წელს ე.წ პრაიდი აღვკვეთეთ. ყველას ვინც შეურაცხყოფილნი ხართ იმით, რაც გასულ კვირას აკადრეს ჩენს პატრიარქს, მოგიწოდებთ, შემოგვიერთდეთ. ეს ერთი და იგივე პროცესია ჩვენი ქვეყნისა და ეკლესის ნგრევის,“ - განაცხადა ვასაძემ.

ლევან ვასაძე ფილმის ჩვენების მოწინააღმდეგეებს 8 ნოემბერს ვერის ბაღში შეკრებისკენ მოუწოდებს.

„პარასკევს, 8 ნოემბერს, 16:00 საათზე ვერის ბაღში დავდგეთ ერთად ეკლესიისა და ქვეყნის სადარჯოზე. ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. ჩვენ გავწევთ პოლიციის კორდონებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. მოვუწოდებთ ჩვენს საამაყო პოლიციელებს, არ წავიდნენ ერის ტრადიციის წინააღმდეგ“, - განაცხადა ლევან ვასაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა