პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა

საქართველოს პარლამენტში მინიმალური ხელფასის თაობაზე კანონპროექტი დარეგისტრირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, კანონპროექტის მიზანია საქართველოში კანონით დადგინდეს მინიმალური ანაზღაურების ის ოდენობა, რომელიც დასაქმებული პირის მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილების გარანტი იქნება, ქვეყანაში არსებული სოციალური და ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილია.

ასევე, კანონის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელი მშრომელთა გაერთიანებამ „სოლიდარობის ქსელი“, მეტროს პროფესიულმა კავშირმა „ ერთობა 2013“ და სოციალურ მუშაკთა პროფესიულმა გაერთიანებამ, ექთნებმა, მეტალურგებმა და სხვა დარგების წარმომადგენლებმა.

კანონის ინიციატორები არიან დეპუტატები: ბექა ნაცვლიშვილი, გიორგი ლომია, ირმა ინაშვილი, ადა მარშანია, ემზარ კვიციანი, გელა მიქაძე, გია ჟორჟოლიანი, მირიან წიკლაური, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, დავით ჯინჭარაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ნატო ჩხეიძე.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა