თამარ ხულორდავა და ოთარ კახიძე შვედეთის პარლამენტში  სემინარში „ახალი პოლიტიკური ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“   მონაწილეობენ

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და პარლამენტის წევრი, ოთარ კახიძე შვედეთის პარლამენტში (რიკსდაგი) აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისადმი მიძღვნილ მაღალი დონის სემინარში - „ახალი პოლიტიკური ხედვა აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ მონაწილეობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ღონისძიების მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პოლიტიკის განსაზღვრა და ამ პროცესში პარლამენტების და პარლამენტარების ჩართულობის მნიშვნელობა.

სემინარი შვედეთის პარლამენტის, რიკსდაგის თავმჯდომარემ, ანდრეას ნორლენმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა რიკსდაგის და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტებს შორის არსებულ თანამშრომლობის კარგ გამოცდილებას.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში თანამშრომლობის 10 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ მიღწეულ შედეგებზე და განვითარების ხედვაზე ისაუბრა. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა სამომავლო პოლიტიკის მიზნების პარტნიორების, უფრო მეტად კი, ასოცირებული ქვეყნების მოლოდინებთან თანხვედრის აუცილებლობაზე.

დღის ბოლოს, შვედეთის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში შეხვედრები გაიმართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და მკვლევარებთან, რომლებმაც აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით საკუთარი ხედვები წარმოადგინეს.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2020
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგაც საქართველო დგას რუსული აგრესიის წინაშე
Wolt და Mastercard ბათუმში გელიან!